საკონტაქტო ინფორმაცია
+995 577 22 47 47 +995 514 67 47 47 +995 514 65 47 47 [email protected]ჩვენ დაგირეკავთ
Black Sea Towers - ახალი, მაღალსართულიანი პრემიუმ კლასის საცხოვრებელი კომპლექსი ბათუმის ბიზნეს ცენტრში. კომპლექსი მდებარეობს ზღვის პირას, UEFA სტადიონის მოპირდაპირედ. ის გთავაზობთ ულამაზეს პანორამულ ხედებს ქალაქზე, მთებსა და ზღვაზე. პროექტის მშენებელი კომპანიაა Real Palace.
Black Sea Towers აქვს თანამედროვე არქიტექტურა და კლასიკური ფორმები, შედგება ორი მაღალსართულიანი კორპუსისაგან, თითოეული 40 სართულით, რომელშიც კლიენტებს სთავაზობენ სხვადასხვა ფორმატის 557 აპარტამენტს, რომლებიც 29-დან 97 კვმ-მდეა
Black Sea Towers_ი სხვა აშენებულ ან მიმდინარე კომპლექსებთან შედარებით ამ უბანში, პირველ რიგში გამოირჩევა სამშენებლო ხარისხით. კომპლექსი ახალი რეგულაციებით შენდება, სამშენებლო მასალების მხრივ გამორჩეულია ენერგოეფექტური მინაპაკეტით, ცეცხლგამძლე ბლოკით, ვენტილირებადი ფასადით, ხმის დამხშობი იზოლაციით, Mitsubishis ფირმის ლიფტებით 2,3 მ/წ. (ცეცხლგამძლე კაბინებით). მშენებლობა ევროსტანდარტის მქონე ტექნოლოგიით, კერძოდ ავსტრიული, Doka -ს საყალიბე სისტემით მიმდინარეობს, რაც გარანტირებულს ხდის მშენებლობის სიზუსტეს და საბოლოოდ უმაღლესი ხარისხის პროდუქტის მიღებას, რაც აისახება მყიდველის მიერ სარემონტო სამუშაოების დროს დანახარჯების შემცირებით და შემდგომ კომფორტული საცხოვრებელი პირობების შექმნას. თანამდრევოვე სტანდარტებით არჭურვილი კომპლექსი გათვლილია სეისმოლოგიურად 8 ბალზე.
კომპლექსი უზრუნველყოფილი იქნება თანამედროვე ევროპული სტანდარტების შესაბამისი მოქმედი ხანძარსაწინააღმდეგო სისტემით. სადარბაზო იქნება მოპირკეთებული ბუნებრივი ქვით და გრანიტის კომპოზიციით. შასასვლელი კარი რკინის ელექტრონული ჩამკეტით და ერთი უნივერსალური გასაღებით , რომელიც ასევე იქნება ცაცხლგამძლე.
ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს იმ ფაქტორს, რომ ახალ პროექტში ბინის ყიდვისას, მყიდველს გარანტირებული საუკეთესო ხედები ექნება, რადგან ჩვენს კომპლექსის წინ სხვა სახლების აშენების პერსპექტივა არ არსებობს და საუკეთესო ხედები მყიდველს წლების შემდეგაც შეუნარჩუნდება, რაც არ შეიძლება ითქვას ამ ქუჩაზე სხვა მიმდინარე ან დასრულებულ პროექტებზე.
ავტოპარკინგის ზონის დეფიციტი ბათუმში ცხოვრების ერთერთი ნეგატიური მხარეა, მაგრამ ჩვენს კომპლექსს გააჩნა დახურული 6 სართულიანი 400 ავტომობილზე გათვლილი პარკინგი, რაც მყიდველს კომფორტსა და უსაფრთხოებას უქმნის. ახალ პროექტში გთავაზობთ ბინებს და სასტუმრო აპარტამენტებს მორგებულს ყველა გემოვნებისა და მოთხოვნილების ადამიანისთვის.
ხშირად დასმული კითხვები
თანამშრომლები
მარიამ ზოიძე გაყიდვების მენეჯერი
დიანა ხანდამიშვილი გაყიდვების მენეჯერი
ლეონა რიჟვაძე გაყიდვების მენეჯერი
სალომე ზოიძე გაყიდვების მენეჯერი
დაგვიკავშირდით
ოფისის მისამართი
დაგვიკავშირდით